კოალიცია „ქართული ოცნების"ერთ-ერთი ლიდერი ზვიად ძიძიგური ქვემო ქართლში, მარნეულის სოფელ ირგანჩაის მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.
ადგილობრივების ინფორმაციით, სოფლის მიმდებარე საძოვრები უკანონოდ შეისყიდა პარლამენტარ კახაბერ ოქრიაშვილის მამამ გიორგი ოქრიაშვილმა.
გიორგი ოქრიაშვილი სოფლის მაცხოვრებლებს 1 ჰექტარი საძოვრის გამოყენებისთვის 50 ლარს სთხოვდა, რაც ამ დღეებში 80 ლარით გაზარდა.
ადგილობრივები ოქრიაშვილის მიერ მიწების მითვისების ფაქტს აპროტესტებენ.