მოსკოვში, აკადემიკოს სახაროვის გამზირზე მიმდინარე ოპოზიციის მიტინგი მშვიდობიანად დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერფაქსი" რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი განცხადებით, მოსკოვის დროით 16:15 საათზე მიტინგი ყოველგვარი ინციდენტის გარეშე დასრულდა. დაკავებულები არ არიან.