ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
"ხელისუფლების წარმომადგენლები საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლობების წინაშე ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" იმიჯის შელახვას ცდილობენ. ხელისუფლების ცალკეულმა წარმომადგენლებმა ორგანიზაციის ყოფილი წევრების მოსაზრებები "42-ე მუხლის" ჰომოფობიაში დადანაშაულების საფუძვლად არაერთხელ გამოიყენეს. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" არის აპოლიტიკური უფლებადამცველი ორგანიზაცია, რომელმაც 2011 წელს პირველი საქმე გააგზავნა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ჰომოფობიის საფუძველზე დისკრიმინაციის აკრძალვის მოთხოვნით", - აღნიშნულია განცხადებაში.
42-ე მუხლი" ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებს, არ გაავრცელონ გადაუმოწმებელი ინფორმაცია და ყოფილი წევრების მოსაზრებები "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" ოფიციალურ პოზიციად არ წარმოაჩინონ.