"მემარცხენე ფრონტის" ლიდერი სერგეი უდალცოვი დღეს მოსკოვში გამართულ "მილიონიან მიტინგზე" მომავალი მიტინგის 7 ოქტომბერს, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაბადების დღეს გამართვის ინიციატივით გამოვიდა.
ამავდროულად, რუსული მედია იუწყება, რომ ოპოზიციის მიტინგი თანდათან დასასრულს უახლოვდება და ხალხი შეკრების ადგილს ტოვენს. პოლიციის მონაცემებით, დღეს მოსკოვში გამართულ მიტინგზე 15 ათასი ადამიანი მონაწილეობდა, მაშინ როდესაც ოპოზიცია აცხადებს, რომ მიტინგზე 100 ათასი ადამიანი იყო შეკრებილი.