საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიწვევით მაგდა ანიკაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში ქალი კანდიდატების ფორუმში მონაწილეობს. ერთი კვირის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნის ქალი პარლამენტარები და დეპუტატობის კანდიდატები წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების, ამომრჩევლებთან კომუნიკაციის და საპარლამენტო მუშაობის საკითხებში შეერთებული შტატების გამოცდილებას გაეცნობიან. ფორუმს იელის უნივერსიტეტი მასპინძლობს. შეხვედრებში შეერთებული შტატების კონგრესმენები და სენატორები, იელის უნივერსიტეტის პროფესორები და დამოუკიდებელი ექსპერტები მონაწილეობენ. ფორუმი კონექტიკუტის შტატის გუბერნატორმა ნენსი ვაიმანმა გახსნა. იელის უნივერსიტეტში ქალი კანდიდატების ფორუმი ყოველ წელს იმართება.