"მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერის ზურაბ ნოღაიდელის შეფასებით, მიხეილ ქარელისა და ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრება სააკაშვილის მორიგი პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. ამის შესახებ ნოღაიდელმა მას შემდეგ განაცხადა, რაც საკითხის შეფასება მას, როგორც იმდროინდელ პრემიერ-მინისტრს, მიხეილ ქარელის და ირაკლი ოქრიაშვილის ფრანგმა ადვოკატებმა ტერი ლევისმა და ლუიმარი დე რუმ სთხოვეს.
"მიხეილ ქარელის და ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრება სააკაშვილის მორიგი პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო და მე გავაკეთე ამის შესახებ საჯარო განცხადება", - განმარტავს ნოღაიდელი.