ჰილარი კლინტონმა ხელისუფლებას უთხრა „როგორც მოსვლით გაგვახარე, ისე წასვლით გაგვახარე"-განაცხადა გუგული მაღრაძემ.
,,კლინტონმა ძალიან ნათლად უთხრა ხელისუფლებას კარგი ხარ სააკაშვილო იმით, რომ რაღაცეები გააკეთე, მაგრამ ქართველებს აქვთ ასეთი გამოთქმა „როგორც მოსვლით გაგვახარე, ისე წასვლით გაგვახარე"_ განაცხადა ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გუგული მაღრაძემ ჰილარი კლინტონის საქართველოში ვიზიტის კომენტირებისას .
მისივე განცხადებით, აშშ თვლის, რომ საქართველოში ხელისუფლების გადაცემა არჩვნების გზით უნდა მოხდეს.
,,აშშ-ს ხელისუფლება ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება გადადის მეორე ხელისუფლების ხელში და ეს მოხდება არჩევნებით. უკვე წინასწარი მდგომარეობაც მოწმობს იმას, რომ თუ კი ეს არჩევნები სამართლიანად ჩატარდება ახალი პოლიტიკური ძალა მოვა ხელისუფლებაში", _ განაცხადა ჟურნალისტებთან გუგული მაღრაძემ.