"ელიტ ელექტრონიქსი" საკუთარ მომხმარებლებს სთავაზობს, ახალ კონკურსს ევროპის 2012 წლის ჩემპიონატთან დაკავშირებით. გამარჯვებული საჩუქრად მიიღებს თხევადკრისტალურ ტელევიზორს.
კონკურისის პირობების თანახმად, თქვენ უნდა გამოიცნოთ გასამართი მატჩების შედეგები, რის შედეგადაც დააგროვებთ ქულებს, ერთი გამოცნობილი შედეგი ერთი (1) ქულა.
მაგ.: პოლონეთი - საბერძნეთი 1 X 2 უნდა დააფიქსიროთ ერთერთი ვარიანტი, 1 - მასპინძელი გუნდის მოგება, X - ფრე, 2 - სტუმარი გუნდის მოგება.
პირველ ტურში მოყვანილი იქნება ჯგუფურ ეტაპზე გასამართი პირველი რვა (8) შეხვედრა, თქვენ დააფიქსირებთ შედეგებს და შეინახავთ თქვენს ბილეთს, თამაშების დასრულების შემდეგ გამოცნობილი თამაშების რაოდენობის შესაბამისად დაგერიცხებათ შესაბამისი რაოდენობის ქულები. ასე გაგრძელდება ჯგუფურ ეტაპზე სამივე ტურში.
მეოთხედფინალში გადავა ყველა ის მოთამაშე, რომელიც ჯამში ჯგუფურ ეტაპზე გამოიცნობს ოთხ ან მეტ თამაშს. ყველა გადასულ მოთამაშეს მეოთხედფინალში ქულები გაუნულდება და დაიწყება ახლიდან ათვლა.
ნახევარფინალში გადავა ის ათი (10) მოთამაშე, რომელსაც მეოთხედფინალში ყველაზე მეტი ქულა ექნება დაგროვილი. შესაბამისად ქულების ათვლა დაიწყება ნოლიდან. ერთნაირი ქულების დაგროვების შემთხვევაში შესაძლებელია დამატებით რამდენიმე მოთამაშის გადასვლა.
ფინალში გადავა ათიდან ყველა ნახევარფინალისტი რომელიც გამოიცნობს ორივე შედეგს.
გამარჯვებული გამოვლინდება ფინალში გამართული შეხვედრის გამოცნობით. ასევე ფინალურ მატჩზე შეივსება ე.წ. „ცოცხალი" ბილეთი (სტატისტიკის გამოცნობა), რომელიც გამოავლენს გამარჯვებულს ერთნაირი შედეგის არსებობის შემთხვევაში.