,,საქართველოში, თუ დააკვირდებით რადიკალების პირველი სამიზნეა შუშის ხიდი, მეორე არის პარლამენტი. პარლამენტის მოსპობა უნდათ ქუთაისში და მესამე ეს არის იუსტიციის სახლები, ებრძვიან იუსტიციის სახლებს",_ განაცხადა მიხელ სააკაშვილმა კახეთში იუსტიციის სახლის გახსნისას და აღნიშნა, რომ საქართველოში გაჩნდა კლასი, რომელსაც ნგრევა უხარია, მოსწონს და ამას გამოხატავს.
,,ამას წინათ პარლამენტის უკანა შენობაში და არა პარლამენტში, პარლამენტის უკან არის პატარა დამხმარე შენობა და იქ ჩამოიშალა ხარაჩო, სამწუხაროდ, ერთი მუშა დაგვეღუპა და ვიძიებთ ზუსტად რა მოხდა, მაგრამ რამ გამაოგნა .. ე.ი. რაღაცა ჯგუფები ჟურნალისტების, პოლიტიკოსების ისეთი გახარებულები იყვნენ, რომ ჩამოინგრა და ტრაგედია მოხდა, ისეთი ენთუზიაზმით მოეკიდნენ ამ საქმეს, ისეთი ჟრიამული და ლამის ხორხოცი ატეხეს ამ ყველაფერზე, ნიშნის მოგებით, გულით უხროდათ ნგრევა", - განაცხადა მიხელ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოსი გაჩნდა ისეთი კლასი ვისაც ნგრევა უხარია.
..ამდენი წელია ვაშენებთ და უცბად გაჩნდა კლასი, რომელსაც ნგრევა უხარია, უნდა, მოსწონს და ამას გამოხატავს. მაგრამ მათი იმედის გასაცრუებლად ჩვენ გავაგრძელებთ ამ ყველაფრის კეთებას", _ განაცხადა კახეთში იუსტიციის სახლის გახსნისას მიხელ სააკაშვილმა.