მოსკოვში "მილიონიანი მარში" მიმდინარეობს. მიტინგზე ერთ-ერთი პირველი სიტყვით "მემარცხენე ფრონტის" ლიდერი სერგეი უდალცოვი გამოვიდა. მან მიტინგის მონაწილეებს მოუწოდა, ჩაატარონ სამართლიანი არჩევნები, ხოლო მიტინგის შემდეგ უვადო სეირნობები მოაწყონ. ინფორმაციას ამის შესახებ რადიოსადგური "ეხო მოსკვი" ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ პოლიციის მონაცემებით, მიტინგში 15 ათასი ადამიანი მონაწილეობს. რუსული მედია ასევე აღნიშნავს, რომ არაოფიციალურ საუბარში მოსკოველი პოლიციელები აცხადებენ, რომ მიტინგის მონაწილეთა რაოდენობა 50 ათასია.
თავად სერგეი უდალცოვი აცხადებს, რომ მიტინგში 100 ათასი ადამიანი მონაწილეობს.