ქსნის №15 დაწესებულებაში პროფესიულ განათლებაში ჩართულ მსჯავრდებულებს კურსის დასრულების სერთიფიკატები სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ და კომპანია „კნაუფის" წარმომადგენლებმა გადასცეს.
კომპანიის მხარდაჭერით მსჯავრდებულები თავისუფლების აღკვეთის პერიოდში შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებს, მათ შორის მშენებლის, ელექტრიკოსის, მეფილე-მომპირკეთებლის, თაბაშირ-მუყაოსა და სხვა ხელობებს ეუფლებიან.
უმაღლეს სასწავლებლებთან გაფორმებული მემორანდუმების შედეგად მსჯავრდებულები ასევე ბიზნეს-მენეჯმენტს, კომპიუტერულ პროგრამებს და უცხო ენებს სწავლობენ.
ქსნის №15 დაწესებულებაში საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო სახლი 2012 წლის თებერვალში გაიხსნა.
პროფესიული განათლების სწავლების პროცესში ათობით მსჯავრდებულია ჩართული.
აღნიშნული რეფორმით, მსჯავრდებულებს გათავისუფლების შემდგომ დასაქმების პერსპექტივა ეძლევათ.