გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ეჭვს გამოთქვამს, რომ სირიაში მასობრივი მკვლელობის მორიგი შემთხვევა ამჯერად ქალაქ ხაფაში ლაკატიას პროვინციაში დაფიქსირდა. გაეროს სპეციალური წარმომადგენელი სირიაში კოფი ანანი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ამ ქალაქში გაეროს დამკვირვებლები არ შეუშვა.
ამავდროულად ქალაქიდან ვრცელდება ინფორმაცია მისი ინტენსიური დაცხრილვის შესახებ, რომელშიც ნაღმმტყორცნები და ვერტმფრენები და ტანკები მონაწილებენ.
უფლებების დამცველთა მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქში უკვე დაღუპულია სულ მცირე 106 ადამიანი - მათგან 77 მშვიდობიანი მოქალაქე და 23 სამხედრო.
ამას გარდა, სირიელი ბავშვები აცხადებენ, რომ მათ სამხედროები "ცოცხალ ფარად" იყენებდნენ. მათი ინფორმაციით, მათ სამხედროები თავიანთ ტანკებზე სვამდნენ და ოპოზიციის მხარეს მიდიოდნენ.
გაეროს გენერალურმა მდივანმა უკვე მიმართა სირიის ხელისუფლებას და მათ გაეროს დამკვირვებლების ქალაქ ხაფაში შეშვებისკენ მოუწოდა.
შეგახსენებთ, რომ ადრე სირიის ქალაქ ხულაში მასობრივი მკვლელობის ფაქტი დაფიქსირდა. იქ მაშინ ნაპოვნი იყო 116 ადამიანის ცხედარი, ამის შემდეგ ასვე მასობრივი სასაკლაო იქნა დაფიქსირებული სოფელ ალ -კუბეირში. იქ 78 ადამიანს გამოჭრეს ყელი.