აშშ-ში შეშფოთებულნი არიან რუსეთში ოპოზიციის ზოგიერთ ლიდერზე განხორციელებული ზეწოლის გამო, განცხადება ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენელმა ვიქტორია ნულანდმა გააკეთა.
ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე ნულანდმა განაცხადა, რომ ოპოზიციის ლიდერები, რომლებსაც 12 ივნისის აქცია დაგეგმეს სწორედ ამ დღეს დასაკითხად პოლიციაში დაიბარეს. მისივე აზრით ეს გაკეთდა იმის გამო, რომ მათ მონაწილეობისათვის ამ აქციაში ხელი შეეშალათ.
თეთრი სახლის წარმომადგენელი ასვეე აცხადებს, რომ რუსეთის ხელისუფლების მიერ განხორციელებული ამგვარი ქმედებები მრავალ კითხვას ბადებს.
მასალის გამოყენების პირობები