ავღანეთის პროვინცია ვარდაკში ქვეყნის ცენტრში მიკროავტობუსი ნაღმზე აფეთქდა. აფეთქების შედეგად გარდაცვლილია სულ მცირე 10 ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "სინხუა" ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მიკროავტობუსმა ნაღმს შემთხვევის გადაუარა, რის შედეგადაც მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ. გარდაცვლილთა შორის სამი ქალი და ორი ბავშვია. სავარაუდოდ ეს ტერაქტი მოძრაობა "თალიბანის" მიერაა განხორციელებული.