"ფონდი ქომაგის" ინფორმაციით- "9 ივნისს, დაიწყო იმ მოქალაქეთა მასიური დაბარება, რომლებმაც "ფონდ ქომაგს" დახმარებისთვის მიმართეს. მათი გადაყვანა მოდულის შენობაში მოხდა უყწყების ჩაბარებისთანავე მუქარით და იძულებით. ამასთანავე უწყებაში არ ყოფილა მითითებული მოტივი თუ რასთან დაკავშირებით უნდა მომხდარიყო მათი დაკითხვა. მოქალაქეებს არ მიეცათ ადვოკატის აყვანის შესაძლებნლობა. დაკითხვა მიმდინარეობდა ხანგრძლივი დროის მანძილზე, უწყვეტად, ზოგ შემთხვევაში 10 საათის განმავლობაში. ეს ადამიანები და მათი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ გაურკვეველ და სტრესულ სიტუაციაში. დაკითხვის დროს ხდებოდა პროვოკაციული კითხვების დასმა, რაც მიმართული იყო „ფონდი „ქომაგი"-ს დისკრედიტაციისკენ. შემაშფოთებელია ის, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა არ გაითვალისწინეს ამ ადამიანების, არც ასაკი და, არც ჯანმრთელობის მდგომარეობა. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობდა გადაუდებელი აუცილებლოობა ერთ-ერთი მოქალაქე დასაკითხად მოდულის შენობაში გადაყვანილი იქნა საავადმყოფოდან."
"ფონდი ქომაგი" მიმართავს: სახალხო დამცველს, არასამთავრობო, ადამიანის უფლებათა დამცავ ორგანიზაციებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, საელჩოებსა და მედია საშუალებებს და აცხადებს, "მიგვაჩნია რომ ხელისუფლების ეს ქმედებები ემსახურება ხალხის დაშინებას."
მასალის გამოყენების პირობები