ქრისტიან დემოკრატების ლიდერები გიორგი ახვლედიანი, გიორგი რუხაძე და რატი მაისურაძე ამსტერდამში ჰოლანდიელი ქრისტიან-დემოკრატების მიწევევით იმყოფებიან, სადაც გიორგი თარგამაძის გუნდის წევრები საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამაზე მუშაობენ. შეხვედრები უკვე გაიმართა ჰოლანდიელი ქრისტიან დემოკრატების მთავარ ოფისში, პარლამენტის აგრარულ კომიტეტსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში. ქრისტიან-დემოკრატები შეხვდენენ ჰოლანდიის სოფლის მეურნეობის ექსპერტთა სპეციალურ ჯგუფს, დაათვალიერეს ვოტერინგენის ორქიდეების სათბური, გორდიანის ექსპერიმენტული ფერმა და ბუნსხოტენის მეცხოველეობის ფაბრიკა. ქართველმა ქრისტიან დემოკრატებმა ჰოლანდიელ კოლეგებს საქართველოს სოფლის მეურნეობაში არსებული მდგომარეობა და დარგის განვითარების საკუთრი ხედვა გააცნეს, ნიდერლანდების ქრისტიან-დემოკრატიული პარტიისგან კი ჰოლანდიეულ გამოცდილებაზე დაფუძნებული რჩევები მიიღეს.
"ქრისტიან-დემოკრატული მოძრაობა" ევროპის ქრისტიან დემოკრატიული ოჯახის სრული წევრია. სპეციალურ პროგრამები, რომლებიც საქართველოში ამა თუ იმ დარგის განვითარებას ისახავს მიზნად, ევროპის სახვადასხვა ქვეყნების ქრისტიან-დემორკატიულ და მემარჯვენე პარტიებთან ერთად ხორციელდება. ქართველი ქრისტიან დემოკრატები სოფლის მეუნრეობის განვითარების პროგრამას ჰოლანდიელ კოლეგებთან, ჯანდაცვისა და სოც-უზრუნველყოფის პროგრამას შვედ ქრისტიან დემორკატებთან, ეკონომიკური განვითარების პროგრამას გერმანელ კოლეგებთან, სახელწმიფო მართვისა და კომუნიკაციის პროგრამას კი ბრიტანელ კონსერვატორებთან აერთად ახორციელებენ.