საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს გიუნტერ ბეხლერს შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და შვეიცარიას შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები. ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის არსებული სამართლებრივი ბაზის სრულყოფის პერსპექტივებზე.