ბათუმში - სასტუმრო "შერატონის" მიმდებარე ტერიტორიაზე ცივი იარაღით თურქეთის მოქალაქე 45 წლის ანკარელ იაჟიჯ ბურ-ხანში დაჭრეს.
მას ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული.
დაშავებული სასწრაფო დახმარების მანქანებმა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დაზარალებულს საავადმყოფოში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაზარალებულის მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული უკვე გახსნილია.
დაკავებულია ეჭვმიტანილი, 44 წლის რამაზ ხიმშიაშვილი.
საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით, რაც სხეულის განზრახ დაზიანებით გულისხმობს.