დღეს, 12 ივნისს, 15:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა - ISET (ზანდუკელის ქუჩა #16) საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს მაია სიდამონიძეს უმასპინძლებს.
სიდამონიძე ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის გამართავს პრეზენტაციას, რომელის მთავარი თემა საქართველოში ტურიზმის სექტორის გავნითარება იქნება. სიდამონიძე აგრეთვე შეეხება ტურიზმის გავლენას ეკონომიკის განვითარებაზე და ისაუბრებს განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე. პრეზენტაციის დასრულებისთანავე გაიმართება კითხვა-პასუხის სესია.