კომპანია "პეპსის"უპრეცედენტო გათამაშებას უკვე ოთხი ათასზე მეტი გამარჯვებული ჰყავს. დღეს, 12 ივნისს, 14:00 საათზე, დიღმის "გუდვილში", პრიზების გაცემის პუნქტში, კომპანიის მენეჯმენტი გამარჯვებულებს პირადად დააჯილდოებს.
აქციის ფარგლებში, რომელიც 21 მაისს დაიწყო და 5 ივლისამდე გასტანს, ყოველ 5 წუთში სხვადასხვა დასახელების პრიზი თამაშდება. ამ დროისთვის უკვე გათამაშებულია ოთხი ათასზე მეტი პრიზი, ხოლო ამდენივე აქციის დასრულებამდე გათამაშდება. აქციის ფარგლებში თამაშდება 45 ცალი X-ბოქსი (360 ფეხბურთის 2012 წლის თამაშით), 4500 ცალი ფეხბურთის ბურთი მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების ავტოგრაფებით და 4500 ცალი "პეპსის" ექსკლუზიური 6-ქილიანი შეკვრა.
კომპანიის მენეჯმენტის ინფორმაციით, გაგზავნილი კოდებიდან, კომპიუტერი დილის 8.20 საათიდან საღამოს 01:00 სათამდე, შემთხვევითობის პრინციპით მოგებულ კოდებს ყოველ 5 წუთში ერთხელ ათამაშებს.
"გაგზავნილი კოდებიდან კომპიუტერი 5 წუთში ერთხელ შემთხვევითობის პრონციპით ავლენს გამარჯვებულებს, რომლებიც დღის გათამაშებაში არსებული 1 X-ბოქსის, 100 ფეხბურთის ბურთისა და 100 ცალი 6-ქილიანი შეკვრა პეპსის მფლობელები ხდებიან. ამ დროისთვის ჩვენ უკვე გვყავს 4000 მეტი გამარჯვებული, რომლებსაც მოგებულ პრიზებს გადავცემთ. ჩვენ ყოველწლიურად ვაწყობთ წამახალისებელ გათმაშებებს ჩვენი მომხმარებლებისთვის და სხვადასხვა სახისორიგინალურ პრიზს ვთავაზობთ. ასეთი აქციებით კიდევ ერთხელ გამოვხატავთ პატივისცემას ერთგული მომხმარებლების მიმართ", - აცხადებს კომპანიის გენერალური დირექტორი დავით ლომჯარია.
მენეჯმენტის ინფორმაციით, გამარჯვებულებს თბილისში პრიზების მიღება ქავთარაძისა და ფარნავაზ მეფის ქუჩებზე მდებარე "გუდვილში", ასევე ვეკუას 3-ში მდებარე "პოპულიში" შეუძლიათ. რაც შეეხება რეგიონებს, პრიზების გაცემა წარმოებს ქუთაისში: რუსთაველის #144-ში მდებარე სუპერმარკეტ "პოპულიში", ზუგდიდში: "ნიკორას" საფირმო მაღაზიაში, რუსთაველის #111-ში, თელავში: "ჯი ემ თი"-ში, რუსთაველის # 110-ში და ბათუმში: "ვილმარტში", ინასარიძის #12ა-ში.