დღეს, 12 ივნისს, 14:00 საათზე, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა (EPI) ქუთაისის პროფესიულ სასწავლებელში აწყობს ღია კარის დღეს, რომლის ამოცანაა სამკერვალო საწარმოებს, დიზაინერებს და სამკერვალო დარგით დაინტერესებულ სხვა პირებს წარუდგინოს ქუთაისის პროფესიულ სასწავლებელში სამკერვალო ინდუსტრიისთვის დანერგილი ახალი პროგრამები.
აღნიშნული ღონისძიება საშუალებას მისცემს სამკერვალო საწარმოებს გაეცნონ იმ შესაძლებლობებს, რასაც ქუთაისის პროფესიული სასწავლებელი მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადების თვალსაზრისით სთავაზობს, გარდა ამისა, სასწავლებლის კურსდამთავრებულებს სამომავლო დასაქმების პერსპექტივას გაუხსნის.