"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი ეკა ბესელია ბიძინა ივანიშვილი წინააღმდეგ წარმოებული ადმინისტრაციულ საქმესთან დაკავშიებით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმიანება.
"ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან შორს არის სამართლებრივი გადაწყვეტილებისგან და არგუმენტაციისგან. პროცესზე დასაბუთებული არ იყო კონტროლის პალატის არგუმენტები. კონტროლის პალატას ჰქონდა მხოლოდ მოთხოვნა და წარმოდგენილი არ ჰქონდა მტკიცებულებები. სამწუხაროდ, სასამართლომ დაარღვია ყველა ის პროცედურა, რომლითაც უნდა ხელმძღვანელობდეს საქმის განხილვის დროს. პროცესს აშშ-ის საელჩოსა და სხვა სერთაშორისო სტრუქტურების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ და მათ საკუთარი თვალით ნახეს, თუ რა ხდებოდა სასამართლო პროცესზე", _ განცხადა კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ თბილისის საქალაქო სასამართლო მიერ მიღებული გადაწყვეტილების კომენტირებისას.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს საქართველოს კონტრალის პალატის მიერ კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერის ბიძინა ივანიშვილი წინააღმდეგ წარმოებული ადმინისტრაციული საქმის მოსმენა დაასრულა, რომელიც კოალიცია "ქართული ოცნების" მიერ კომპანიების "ბურჯის", "ელიტა ბურჯის" და "გლობალ კონსალტინგ გრუპის" ტექნიკური, პერსონალური და სხვა საშუალებების პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენებას ეხებოდა. სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი 126, 2 მილიონი ლარით (საახლოებით 77,5 მლნ აშშ დოლარი) დაჯარიმდა.