Maruti Suzuki India Ltd. ინდოეთში კიდევ ერთ საწარმოს ააშენებს. ინდოეთში გუჯარათის შტატში დაგეგმილი პროექტის ღირებულება 760 მლნ დოლარია. საწარმოს ასაშენებლად, კომპანიამ უკვე დასრულა მოლაპარაკებები 2,83 მლნ კვ/მ მიწის ნაკვეთის შესყიდვაზე. საწარმოს მშენებლობა 2013 წლის ბოლომდე დაიწყება, მას შემდეგ რაც Maruti Suzuki India Ltd. ინდოეთში რიგით მესამე საწარმოს ექსპლუატაციაში შეიყვანს.
გუჯარათში დაგეგმილი საწარმოს მშენებლობა 2016 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. საწარმო წელიწადში 250 ათას ავტომობილს გამოუშვებს. ინდოეთში არსებული საწარმოების დადგმული სიმძლავრე წელიწადში 2 მლნ ავტომობილის გამოშვებაა.