აშშ-ში უკრაინის ექს-პრემიერის პაველ ლაზარენკოს სახლი გაძარცვეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 100-მდე ახალგაზრდას ექს-პრემიერის სახლში არალეგალური წვეულება გამართეს. თუმცა ვიდრე პოლიცია სახლში მივიდოდა, ახალგაზრდებმა რამდენიმე ძვირადღირებული ნივთის წაღებაც მოასწრეს. მათ შორის, წაღებულია პაბლო პიკასოს 30 ათას დოლარად შეფასებული ლიტოგრაფია. თინეიჯერებმა მოიპარეს ასევე ტყავის ქურთუკები, კომპიუტერი და კომპიუტერის აქსესუარები.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად პავლე ლაზარენკო ფინანსური მაქინაციების ბრალდებით სასჯელს აშშ-ის ციხეში იხდის,