დეპუტატი "სპრავედლივაია როსიადან" დიმიტრი გუდკოვი ხვალ დაგეგმილი "მილიონიანი მარშის" თანაწამყვანი იქნება იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციონერი ილია იაშინი მიტინგზე დასწრებას ვერ მოახერხებს. ამ ზომას "მილიონიანი მარშის" საორგანიზაციო კომიტეტი იმ შემთხვევაში მიმართავენ, თუ იაშინს დაკითხვაზე პროკურატურაში დაიბარებენ. ამჟამად საორგანიზაციო კომიტეტი საგანგებო თათბირზეა შეკრებილი. თათბირი მას შემდეგ დაგეგმეს, რაც რუსეთის ოპოზიციის ლიდერებში ამ დილიდან ჩხრეკა დაიწყო.
ამავე დროს, რუსული მედიით ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის ოპოზიციის ერთ ერთი ლიდერი სერგეი უდალცოვსა და მის ახლობლებს უდალცოვის ბინაში ტელეკომპანია "ენ-ტე-ვეს" კორესპოდენტი ელენა ჟიგულინა იძულებით ჰყავდათ დატყვევებული და შს სამინისტროს წარმომადგენლებმა კორესპოდენტის გატავისუფლება შეძლეს. ჟურნალისტი სასამართლოში სარჩელის შტანას აპირებს.
12 ივნისს უდალცოვი დაკითხვისათვის მოწმის სახით პროკურატურაშია დაბარებული. თავად უდალცოვი აცხადებს, რომ პროკურატურაში გამოცხადდება.
შეგახსენებთ, რომ რუსეთში "მილიონიანი მარშის" საორგანიზაციო კომიტეტი არ აპირებს დაგეგმილ აქციაზე უარის თქმას მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ოპოზიციის ლიდერების საცხოვრებელ ბინებში დილიდან ჩხრეკა მიმდინარეობს და რამდენიმე მათგანი საგამოძიებო კომიტეტში დაკითხვაზეა დაბარებული.
დილიდან ჩხრეკა მიმიდნარეობს რუსეთის ოპოზიციის ლიდერების - ნავალნის, სობჩაკის, უდალცოვის, იაშინის, ნემცოვისა და სახნინის" ბინებში. რუსეთის ოპოზიცია მორიგი "მილიონიანი მარშის" გამართვას 12 ივნისს აპირებს.