იტალიის რესპუბლიკის სენატის ევროკავშირის პოლიტიკის კომისიის წევრები ქართველ კანონმდებლებს შეხვდნენ. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ქავთარაძესა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კენჭოშვილთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე რეფორმებს, მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებსა და ნატოსა და ევროსტრუქტურებთან საქართველოს თანამშრომლობის საკითხებს.
სტუმრებმა გამოხატეს თავისი დამოკიდებულება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან მიმართებაში და განაცხადეს, რომ იტალია მყარად იცავს საქართველოში სეპარატისტული რეგიონების არაღიარების პოლიტიკას და ის ამ პოზიციას ევროკავშირსა და სხვა საერთშორისო ორგანიზაციებშიც უჭერს მხარს. ქართველმა კოლეგებმა მადლობა გადაუხადეს იტალიელ სენატორებს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში გაწეული დახმარებისთვის.