დღეიდან "ვისოლი" „უნიქარდთან" ერთად წამახალისებელ საზაფხულო აქციას იწყებს და ერთგულ მომხმარებელს ვისოლის ქსელში საწვავის შესყიდვისას 50%-ით მეტი ბონუს ქულების დაგროვების საშუალებას აძლევს.
„ვისოლი მუდმივად ზრუნავს ერთგული მომხმარებლის წახალისებასა და კმაყოფილებაზე არა მხოლოდ უმაღლესი ხარისხის საწვავისა და მომსახურების მიწოდებით, არამედ დამატებითი სარგებლის შეთავაზებით. ვისოლის და „უნიქარდის" ერთობლივი საზაფხულო აქციით ერთგული მომხმარებელი 50%-ით მეტი ბონუს ქულების დაგროვებას და შესაბამისად, მეტი საჩუქრის მიღებას შეძლებს", - აცხადებენ ვისოლში.
ვისოლისა და „უნიქარდის" ერთობლივი აქცია 10 ივლისამდე გრძელდება.
ვისოლი "უნიქარდის" ექსკლუზიური პარტნიორია ნავთობსექტორში. „უნიქარდის" დაგროვებითი ბარათის მფლობელთა შორის ვისოლის ქსელში რეალიზებული საწვავის შესყიდვა ბონუს ქულების დაგროვების ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი და სწრაფი საშუალებაა. დაგროვებული ქულების სანაცვლოდ კი სხვა საჩუქრებთან ერთად ,,უნიქარდით" შესაძლებელია ვისოლის საწვავის საჩუქრად მიღება.
„უნიქარდი" უნივერსალური დაგროვებითი ბარათია. ქულების დაგროვება შესაძლებელია სავაჭრო და მომსახურების სფეროს 1000-ზე მეტ ობიექტში. ვისოლ ჯგუფის შვილობილ კომპანია „სმარტში" „უნიქარდით" არა მხოლოდ ბონუს ქულების დაგროვება, არამედ ქულებით ნებისმიერი პროდუქტის შესყიდვაა შესაძლებელი.