საქართველოში იტალიური ავიაკომპანია "ალიტალიის" შემოსვლასთან დაკავშირებით, 12 ივნისს, 18:00 საათზე, სასტუმრო "თბილისი მერიოტში" კომპანიის მენეჯმენტი პრესკონფერენციას გამართავს და საკუთარ გეგმებზე ისაუბრებს.
„ალიტალიის" მიერ თბილისი-რომი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენების დაწყებასთან დაკავშირებით, საქართველოს "ალიტალიის" გენერალური მენეჯერი რუსეთში, უკრაინაში, ბელორუსიასა და საქართველოში - ჯოვანი სიმონინი ეწვევა და საქართველოში დაგეგმილ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე გააკეთებს განცხადებებს.
აღსანიშნავია, რომ Alitalia თბილისის საერთაშორისო აერპორტსა და რომის ფიუმიჩინოს აეროპორტს შორის ფრენებს 2 ივლისიდან განახორციელებს.
კომპანიის მიერ გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით, ფრენები თბილისიდან რომში სამშაბათს და კვირას, თბილისის დროით 05:00 საათზე შესრულდება. იქვე მითითებულია, რომ რომში ჩაფრენის დრო ისეა განსაზღვრული, რომ მგზავრებმა, მოკლე დროში აეროპორტიდან სხვა საერთაშორისო და ადგილობრივი რეისებით ისარგებლონ. რომი-თბილისის რეისები ორშაბათს და შაბათს არის დაგეგმილი, რომის დროით 22:10 საათზე.
Alitalia ავიარეისებს Airbus A320-ით შეასრულებს.