მიხეილ სააკაშვილი დღეს ოზურგეთის ფერმერთა მომსახურების ცენტრს ესტუმრა და იქ განთავსებული სასოფლო-სამეურნეო ახალი ტექნიკა პირადად დაათვალიერა. პრეზიდენტმა ამ ცენტრების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მათი საშუალებით მოძველებული მეთოდების გამოყენების ნაცვლად, ფერმერები ახალი ტექნნოლოგიებს აითვისებენ, რაც სოფლის მეურნეობის განვითარების საწინდარია.
ახალი ცენტრი ფერმერებს მომსახურების სრულ პაკეტს სთავაზობს. იქ შესაძლებელია ყველა საჭირო ინფორმაციის მიღება, შხამ-ქიმიკატების შეღავათიან ფასებში შეძენა და აუცილებელი ტექნიკის ქირაობა. მომსახურების ცენტრი მეწარმეებისთვის აგროტურებსაც აწყობს, ფერმერები ახალ ტექნოლოგიებს ეცნობიან და პრაქტიკულ გამოცდილებასაც იძენენ.