საქართველოში ოთხდღიანი ოფიციალური ვიზიტით მყოფი თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტის კომიტეტების თვმჯდომარეებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ უმასპინძლა. შეხვედრაზე ორი ქვეყნის თანამშრომლობის სფეროების გაფართოება განიხილეს.
თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის, ტარიელ ლებანიძის განცხადებით, შეხვედრაზე აქცენტი ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების კიდევ უფრო გააქტიურებაზე, თურქეთ-საქართველოს შემოვლითი გზის, მურატლი ჯამილისა და ერთიანი ნაციონალური პარკის მშენებლობაზე გაკეთდა. მისივე განმარტებით, ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონებს შორის თანამშრომლობა, რაც ერთობლივი პროექტების წარმატების გარანტიაა.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა ბათუმის ღირსშესანიშნაობებიც დაათვალიერეს. ასევე, მოინახულეს იუსტიციის სახლი.
თურქი პარლამენტარების ვიზიტი საქართველოში 8 ივნისს დაიწო და დღეს დასრულდა. მათ შეხვერდები გამართეს საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, პრემიერ-მინისტრთან და ქართველ კანომდებლებთან.