ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი აკაკი ბობოხიძის მტკიცებით, ქუთაისში ,,ნაციონალური მოძრაობის,, მაჟორიტარობის კანდიდატი გაიმარჯვებს.
მისი თქმით, კოალიცია "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატს გუბაზ სანიკიძეს, ქუთაისში, წარმატების არანაირი შანსი არა აქვს.
ბობოხიძის განცხადებით, მას ხელისუფლებიდან არა ძალიან ძლიერი, არამედ ის კონკურენტი დაუპირისპირდება, რომელიც ნამდვილად გაიმარჯვებს.
მისი ინფორმაციით, "ნაციონალურ მოძრაობაში" ამჟამად საუბარია, ქალაქის ამჟამინდელ მერზე - გიორგი თევდორაძეზე, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის.
,,ყველა პროცესი, რომელიც ქალაქში ხორციელდება, სწორედ თევდორაძის სახელთან არის დაკავშირებული, ამ პროცესებს უშუალოდ ის ხელმძღვანელობს, ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ თვალsაზრისით ქუთაისს "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ღირსეული კანდიდატი ეყოლება. რაც შეეხება ბატონ გუბაზს, მან ერთხელ უკვე იყარა კენჭი და არა მგონია რაიმე განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწიოს,, - აღნიშნა ჟურნალისტებთან ბობოხიძემ.
შეგახსენებთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატად გუბაზ სანიკიძე დაასახელა.