ხვალ, 12 ივნისს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება. ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის მიხედვით, საკმაოდ ბევრი საკითხია განსახილველი. მათ შორის იქნება საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის პირველი მოსმენა ქალაქ ლაზიკას სამომავლო სტატუსის შესახებ შესაბამისი დებულების შეტანის თაობაზე.
ამასთანავე, ბაქრაძემ აღნიშნა, რომ საგაზაფხულო სესიის დახურვამდე ხვალინდელი სხდომის გარდა კიდევ სამი სხდომა გაიმართება, აქედან ერთი რიგგარეშე იქნება, რომელიც საგაზაფხულო სესიას დახურავს.
რეგლამენტის თანახმად, საგაზაფხულო სესია, ივნისს ბოლო პარასკევს, 29 ივნისს, დაიხურება.