დღეიდან ცხადდება საარჩევნო სტარტი. მთელ საქართველოს და მთელ მსოფლიოს ვარწმუნებთ, რომ ასარჩევი ბევრი არაფერია. ორი ძალა ან ჩვენ, ან ისინი, სხვა არავინ", - განაცხადა ჟურნალისტებთან ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.
მისივე თქმით, იგი პოლიტიკური ბრძოლის შეწყვეტას არსებული რეჟიმის შეცვლამდე არ აპირებს.
,,ბრძოლა ანტიხალხური რეჟიმის შესაცვლელად გრძელდება და ის მივა ლოგიკურ დასასრულამდე. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა საქართველოს მოქალაქე, ვინც არ იყიდება გვერდით დაგვიდგება, - განაცხადა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.
შეგახსენებთ, ვრცელდებოდა ინფორმაცია შალვა ნათელაშვილის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ.