"როსპოტრებნადზორის" ხელმძღვანელმა სუშს ბრძოლა გამოუცხადა, რადგანაც გენადო ონიშენკო დარწმუნებულია, რომ ტრადიციული იაპონური კერძი რუსების ჯანმრთელობისათვის საზიანოა. ონიშენკოს თქმით, მათი (ანუ რუსების) გენეტიკური მეხსიერება საჭიროებს შემწვარ თევზს და არა ეგზოტიკას. ასეთ ეგზოტიკურ კერძად რუსეთის მთავარმა სანიტარმა სუში დაასახელა.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის სანიტარულმა უწყებამ მოსკოვის 55 იაპონურ რესტორანში გარკვეული დარღვევები აღმოაჩინა.