მომავალ კვირაში საქართველოსა და პოლონეთს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართება. როგორც დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, მომავალ კვირაში პოლონეთში ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციებია დაგეგმილი, რომელიც საქართველო პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის იმართება. კალანდაძის განმარტებით, ეს არის ძალიან კარგი ტრადიცია, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაამკვიდრა, თავის პარტნიორებთან ურთიერთობებში და ამ ეტაპზე ასეთი სახის შეხვედრები პოლონურ მხარესთან იგეგმება.