თიბისი ბანკმა ანაბრების ახალი კამპანია დაიწყო! ამ კამპანიის ფარგლებში ყველა მეანაბრე, ვინც 1 მაისიდან გახსნა ან 30 ივნისის ჩათვლით გახსნის ვადიან ანაბარს თიბისი ბანკში, ჩაერთვება სახალისო თამაშში და მიიღებს შანსს, მოიგოს $10 000, ამასთან +1% სარგებელი ანაბარზე.
თამაში სამეტაპიანია. იმ შემთხვევაში, თუ მეანაბრე უშეცდომოდ გადალახავს თამაშის სამივე ეტაპს, მიიღებს $10 000 მოგების შანსს და +1% სარგებელს, ხოლო ერთი შეცდომის შემთხვევაში 0.5% სარგებელს.
იმისათვის, რომ მეანაბრე თამაშში ჩაერთოს, მან უნდა გახსნას მინიმუმ 500 ლარის, დოლარის, ევროს ან ფუნტის ოდენობის ანაბარი თიბისი ბანკში.
თამაში ტრადიციულად მიმდინარეობს ვებ-გვერდზე www.tbcdeposits.ge. მეანაბრეს ანაბრის გახსნისთანავე გადაეცემა უნიკალური კოდი, რომლითაც ის შევა ვებ-გვერდზე და ითამაშებს.
თამაშის ისტორია საკმაოდ საინტერესოდ ვითარდება. თავგადასავალში შემოდიან ახალი პერსონაჟები, რომელთა ვინაობის შესახებ საზოგადოება სულ მალე შეიტყობს.
თამაში გაიმართება 30 ივნისს 21:00 საათიდან 00:00 საათამდე. მეანაბრეები, რომლებიც თამაშის სამივე ეტაპს უშეცდომოდ გადალახავენ, მოხვდებიან ლოტოტრონში, რომელიც გამოავლენს ერთ გამარჯვებულს და მას თიბისი ბანკისგან საჩუქრად $10 000 დოლარი გადაცემა. გათამაშება შედგება ივლისში, მეანაბრეებისათვის გამართულ სპეციალურ წვეულებაზე.
თამაშის პრინციპია დაკვირვებულობა და ლოგიკური აზროვნება. მეანაბრეებს შეუძლიათ თამაშში მეგობრები და ოჯახის წევრები დაიხმარონ.
მასალის გამოყენების პირობები