წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2012 წლის I კვარტალში 269 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 62 პროცენტით აღემატება 2010 წლის I კვარტალის დაზუსტებულ, ხოლო 55 პროცენტით - 2011 წლის შესაბამისი პერიოდის წინასწარ მონაცემს.
"საქსტატის" ინფორმაციით, 2012 წლის I კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემომავალმა ნაკადებმა 321 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
2012 წლის I კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში 61 ქვეყნიდან განხორციელდა. 2011 წლის I კვარტალში აღნიშნულმა მაჩვენებელმა 56, ხოლო 2010 წლის შესაბამის პერიოდში 53 ქვეყანა შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნულ უწყებაში განმარტავენ, რომ უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების წილმა 2012 წლის I კვარტალში 94 პროცენტი შეადგინა. პროცენტულ სტრუქტურას განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით პირველ ადგილზე გერმანია იმყოფება 49 პროცენტით, მეორეზე - თურქეთი 12 პროცენტით, მესამეზე - გაერთიანებული სამეფო 10 პროცენტით, მომდევნო პოზიციებს ვირჯინის კ-ები (ბრიტ.) და იაპონია იკავებს 8-8 პროცენტით და ლუქსემბურგი - 7 პროცენტით.
2012 წლის I კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში განხორციელდა და 64 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.