კომპანია „პეპსის"უპრეცედენტო გათამაშებას უკვე ოთხიათასზე მეტი გამარჯვებული ჰყავს. 12 ივნისს, 14.00 საათზე, დიღმის„გუდვილში", პრიზების გაცემის პუნქტში, კომპანიის მენეჯმენტი გამარჯვებულებს პირადად დააჯილდოვებს.
აქციის ფარგლებში, რომელიც 21 მაისს დაიწყო და 5 ივლისამდე გასტანს, ყოველ 5 წუთში სხვადასხვა დასახელების პრიზი თამაშდება. ამ დროისათვის უკვე გათამაშებულია ოთხიათასზე მეტი პრიზი, ხოლო ამდენივე აქციის დასრულებამდე გათამაშდება. აქციის ფარგლებში თამაშდება45 ცალი X-ბოქსი (360 ფეხბურთის 2012 წლის თამაშით), 4500 ცალი ფეხბურთის ბურთი მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების ავტოგრაფებით და 4500 ცალი „პეპსის" ექსკლუზიური 6 ქლიანი შეკვრა.
კომპანიის მენეჯმენტის ინფორმაციით, გაგზავნილი კოდებიდან, კომპიუტერი დილის 8.20 საათიდან საღამოს 01.00 სათამდე, შემთხვევითობის პრინციპით მოგებულ კოდებს ყოველ 5 წუთში ერთხელ ათამაშებს.
„გაგზავნილი კოდებიდან კომპიუტერი 5 წუთში ერთხელ შემთხვევითობის პრონციპით ავლენს გამარჯვებულებს, რომლებიც დღის გათამაშებაში არსებული 1 X-ბოქსის, 100 ფეხბურთისბურთისა და 100 ცალი 6-ქილიანი შეკვრა პეპსის მფლობელები ხდებიან. ამ დროისთვის ჩვენ უკვე გვყავს 4000 მეტი გამარჯვებული, რომლებსაც მოგებულ პრიზებს გადავცემთ. ჩვენ ყოველწლიურად ვაწყობთ წამახალისებელ გათმაშებებს ჩვენი მომხმარებლებისთვის და სხვადასხვა სახისორიგინალურ პრიზებს ვთავაზობთ. ასეთი აქციებით ჩვენს კიდევ ერთხელ გამოვხატავთ პატივისცემას ჩვენი ერთგული მომხმარებლების მიმართ,"-აცხადებს კომპანიის გენერალური დირექტორი დავით ლომჯარია.
მენეჯმენტის ინფორმაციით, გამარჯვებულებს თბილისში პრიზების მიღება ქავთარაძისა და ფარნავაზ მეფის ქუჩებზე მდებარე „გუდვილებში", ასევე ვეკუას 3-ში მდებარე პოპულში შეუძლიათ. რაც შეეხება რეგიონებს, პრიზების გაცემა წარმოებს ქუთაისში: რუსთაველის #144-ში მდებარე სუპერმარკეტ „პოპულში", ზუგდიდში: „ნიკორას" საფირმო მაღაზიაში რუსთაველის #111-ში, თელავში: „ჯი ემ თი"-ში რუსთაველის # 110-ში და ბათუმში: „ვილმარტში" ინასარიძის #12ა-ში.
მასალის გამოყენების პირობები