რუსეთში "მილიონიანი მარშის" საორგანიზაციო კომიტეტი არ აპირებს დაგეგმილ აქციაზე უარის თქმას მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ოპოზიციის ლიდერების საცხოვრებელ ბინებში დილიდან ჩხრეკა მიმდინარეობს და რამდენიმე მათგანი საგამოძიებო კომიტეტში დაკითხვაზეა დაბარებული. "ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის", _ აცხადებს "მილიონიანი მარშის" საორგანიზაციო კომიტეტის ერთ ერთი წარმომადგენელი სერგეი დავიდისი.
"კორექტირება მხოლოდ მონაწილეთა რაოდენობის გაზრდა იქნება, რაც ხელისუფლების მოქმედებების გამო მოხდება",_ აცხადებს დავიდისი.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილიდან საგამოძიებო კომიტეტი პოლიციის მხარდაჭერით ჩხრეკას ატარებს რუსეთის ოპოზიციის ლიდერების - ნავალნის, სობჩაკის, უდალცოვის, იაშინის, ნემცოვისა და სახნინის" ბინებში. რუსეთის ოპოზიცია მორიგი "მილიონიანი მარშის" გამართვას ხვალ 12 ივნისს აპირებს.