საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინის პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩსა და უკრაინის პრემიერ-მინისტრს ნიკოლაი აზაროვს შეხვდება. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე აღნიშნა, 14-16 ივნისს უკრაინაში საქართველოს საგარეო მინისტრის გრიგოლ ვაშაძის ვიზიტი იგეგმება. "ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მთელი რიგი უმაღლესი დონის შეხვედრები. გრიგოლ ვაშაძეს შესაძლებლობა ექნება შეხვდეს უკრაინის პრეზიდენტს, ასევე როგორც პრემიერ-მინისტრს და თავის უკრაინელ კოლეგას.
ჩვენ უკრაინასთან ტრადიციულად მჭიდრო ურთიერთობები გვაკავშირებს, თუმცა სურვილი გვაქვს, რომ პოლიტიკური ურთიერთობების მიღმა, ჩვენს ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს"- აღნიშნა კალანდაძემ.
გრიგოლ ვაშაძე ვიქტორ იანუკოვიჩსა და ნიკოლაი აზაროვს შეხვდება
თბილისი.10.06.12."ჯი-ეიჩ-ენი". საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინის პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩსა და უკრაინის პრემიერ-მინისტრს ნიკოლაი აზაროვს შეხვდება. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე აღნიშნა, 14-16 ივნისს უკრაინაში საქართველოს საგარეო მინისტრის გრიგოლ ვაშაძის ვიზიტი იგეგმება. "ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მთელი რიგი უმაღლესი დონის შეხვედრები. გრიგოლ ვაშაძეს შესაძლებლობა ექნება შეხვდეს უკრაინის პრეზიდენტს, ასევე როგორც პრემიერ-მინისტრს და თავის უკრაინელ კოლეგას.
ჩვენ უკრაინასთან ტრადიციულად მჭიდრო ურთიერთობები გვაკავშირებს, თუმცა სურვილი გვაქვს, რომ პოლიტიკური ურთიერთობების მიღმა, ჩვენს ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს"- აღნიშნა კალანდაძემ.