"ქრისტიან-დემოკრატები" მაჟორიტარობის საკუთარ კანდიდატების დასახელებისგან თავს იკავებენ. როგორც მოძრაობაში აცხადებენ, "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" კანდიდატების დასახელებას დაელოდებიან.
"არ დაგიმალავთ და გარკვეული მოსაზრებები გაქვს, თუმცა ტაქტიკური გადაადგილებებისთვის "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" კანდიდატების დასახელებას ველოდებით. მოძრაობა ყველა საარჩევნო ოლქთან დაკავშირებით პირველ ივლისამდე ჩამოყალიბდება" - აღნიშნა ჟურნალისტებთან ,,ქრისტიან-დემოკრატების,, ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვეფხვაძემ.
მისივე თქმით, კარგი იქნება თუ მთავარი პროკურორის პირველ მოადგილეს დავით საყვარელიძეს სხვა თანამდებობის პირებიც მიბაძავენ, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობას გეგმავენ.
,,მივესალმებით, თუ ისინიც გადადგებიან და საარჩევნო კამპანიის დროს საკუთარ პოზიციას არ გამოიყენებენ", - დასძინა მან.
შეგახსენებთ, რომ მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე თანამდებობიდან გადადგა და პოლიტიკაში წასვლის შესახებ განაცხადა. სავარაუდოდ მას ,,ნაციონალური მოძრაობა,, კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატად დაასახელებს.