ქალაქ ლაზიკას განსაკუთრებულ სტატუსთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილების საყოველთაო-საჯარო განხილვების საორგანიზაციო კომისიის შემაჯამებელი სხდომა გადაიდო.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილის თქმით, კონსტიტუციურ კანონპროექტს იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ხვალ განიხილავენ.PM
კუბლაშვილის მტკიცებით, საყოველთაო-საჯარო განხილვების შემდეგ პროექტში ცვლილებების შეტანა არ იგეგმება.
პროექტის თანახმად, კონსტიტუციას პუნქტი დაემატება, სადაც აღინიშნება, რომ ქალაქ ლაზიკას სტატუსი და უფლებამოსილებანი ორგანული კანონით განისაზღვრება.
საქართველოს პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ მსჯელობა, ბოლო ერთი თვის განმავლობაში თბილისში, ბათუმში, ფოთში, ოზურგეთში, ზუგდიდსა და თელავში გაიმართა.
საკონსტიტუციო ცვლილების საყოველთაო-საჯარო განხილვების საორგანიზაციო კომისიის შემაჯამებელი სხდომის გამართვა დღეისთვის იგეგმებოდა.