თბილისის საკრებულოს "ქრისტიან-დემოკრატი" დეპუტატი ზაზა გაბუნია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" საარჩევნო პროგრამაში შესატან საკითხებზე ისაუბრა.
"ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც შშმპ უფლებების დაცვაზე, მათი ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის საკითხებზე მუშაობენ, რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია შშმპ ჩვენს სახელმწიფოში თავი კარგად იგრძნონ. მე დღეს მოვისმინე მათი წინადადებები და გარკვეული, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი მოხვდება ჩვენს საარჩევნო პროგრამაში იმისათვის, რომ შემდგომში პარლამენტში იმუშაოს ჩვენმა ფრაქციამ თეორიული ნაწილის პრაქტიკაში განსახორციელებლად"- განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
ზაზა გაბუნიას თქმით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან დაკავშირებით, "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" განსაკუთრებულად გაამახვილებს ყურადღებას მათი სადაზღვევო, მედიკამენტებით უზრუველყოფის, საპენსიო და სარეაბილიტაციო საკითხებზე.