,,თუკი ადამინაი ფიქრობს, რომ არ ისარგებლებს ახალი საკონსტიტუციო ცვლილებით ლოგიკურად არ უნდა ისარგებლოს სხვა ყველა დამატებითი ცვლილებით, რომელიც ამ ერთ დიდ საკონსტიტუციო ცვლილებას მოჰყვა", _ განაცხადა ჟურნალისტებთან ,,ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ და აღნიშნა, რომ მისი აზრით, ბიძინა ივანიშვილი ამომრჩევლად არ უნდა დარეგისტრირდეს.
,,ჩემთვის, როგორც არა იურისტისთვის მაინც გასაგებია, რომ კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილება იწვევს შემდეგ ზოგიერთ კანონში ცვლილებების შეტანას და ამ კანონების მორგებას ახალ კონსტიტუციურ ვითარებაზე. შესაბამისად მე ვფიქრობ, და ხაზს ვუსვამ ეს ჩემი პირადი აზრია, თუკი ადამინაი ფიქრობს, რომ არ ისარგებლებს ახალი საკონსტიტუციო ცვლილებით ლოგიკურად არ უნდა ისარგებლოს სხვა ყველა დამატებითი ცვლილებით, რომელიც ამ ერთ დიდი საკონსტიტუციო ცვლილებას მოჰყვა", _ განაცხადა ,,ქართული ოცნების" პრესსპიკერმა.
,,რაც შეეხება არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და ამომრჩევლად დარეგისტრირებას, მე ვფიქრობ და ეს ჩემი აზრია, ამაზე საუბრის საშუალება ჯერჯერობით ბატონ ბიძინასთან არ მქონია.