"საქართველოს ბანკი" მომხმარებელს უნიკალურ სერვისს სთავაზობს. ბანკი მსხვილ სერვისცენტრებში Digital Desk -ის განთავსებას იწყებს. Digital Desk-ებთან "საქართველოს ბანკის" მომხმარებლებს დაეხმარებიან სწრაფად და მარტივად შეარჩიონ სასურველი სმარტფონის მოდელი, გააფორმონ განვადება მობილური ტელეფონის შესაძენად, მიიღონ კომპეტენტური რჩევები და, სურვილის შემთხვევაში, უფასოდ ჩაიწერონ "საქართველოს ბანკის" მობილბანკის პროგრამა შერჩეულ სმარტფონში. Digital Desk-ები ამ დროისთვის ბანკის 5 მსხვილ სერვისცენტრშია განთავსებული, ეტაპობრივად "საქართველოს ბანკის" ყველა სერვისცენტრში განთავსდება.