,,ქართული ოცნების" წარმომადგენლები შესაძლოა ჯეიმს აპატურაის შეხვდნენ, _ აღნიშნულის შესახებ ტრადიციულ ბრიფინგზე ,,ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განცხადა.
,,ჯეიმს აპატურაი რამდენადაც ვიცი, დღეს ჩამოვიდა და რამდენიმე დღე დაჰყოფს საქართველოში და ეს უკვშირდება ნატოს დღეებს. სიმართლე გითხრათ მე, პირადად, ამის შესახებ ინფორმირებული არა ვარ, ბოლო დღეებში დაკავებული ვიყავი ყველა იმ საკითხით, რომელზეც დღეს ვისაუბრე. მაგრამ არა არის გამორიცხული, რომ იყოს მასთან შეხვედრა", _ განაცხადა ფანჯიკძე.
შეგახსენებთ: ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიის საკითხებში ჯეიმს აპატურაი საქართველოში დღეს ჩამოვიდა.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში აპატურაი ნატოს კვირეულს გახსნის, რომელიც 11-16 ივნისს ჩათვლით გაიმართება.
ნატოს კვირეული დღეს საერთაშორისო კონფერენციით დაიწყება, სადაც აპატურაი ერთ-ერთი მთავრაი მომხსენებელი იქნება.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ჯეიმს აპატურაი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდება.