თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის მორიგი ბინზესფორუმი ამჯერად უკვე აზერბაიჯანში გაიმართება. სამმხრივ ბიზნესფორუმში ბიზნესმენებთან ერთად ტრადიციულად მონაწილეობას სამივე ქვეყნის ეკონომიკის მინისტრები მიიღებენ. თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის ბინზესფორუმს საქართველომ და თურქეთმა უკვე უმასპინძლეს. აზერბაიჯანში დაგეგმილ ბიზნესფორუმზე წარმოდგენილნი იქნებიან კომპანიები სოფლის მეურნეობის, სამშენებლო, მსუბუქი მრეწველობის, ტრანსპორტის და ლოჯისტიკის სექტორებიდან.
შეგახსენებთ, რომ საქართველომ ანალოგიურ სამმხრივ ბიზნესფორუმს 16 თებერვალს, ხოლო თურქეთმა (ყარსი) 9 ივნისს უკვე უმასპინძლა, რომელსაც საქართველოს გარდა აზერბაიჯანისა და თურქეთის ეკონომიკის მინისტრებიც ესწრებოდნენ. აღნიშნული ბიზნესფორუმების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანი თურქეთში ინვესტიციების მოცულობას 7 მლრდ. დოლარამდე გაზრდის, ხოლო დაწყებული პროექტები, რომელშიც საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს აკავშირებს კიდევ უფრო გაღრმავდება.