დამსაქმებელთა ასოციაცია ახალი სურსათის კოდექსის განხილვას სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობასთან და მეწარმეებისათვის სურსათის უვნებლობის მიმართ საერთაშორისო მოთხოვნების და ახალი სასერთიფიკაციო სქემების გაცნობას, გეგმავს.
დამსაქმებელთა ასოციაციის ინფორმაციით, შეხვედრა მიზნად ისახავს სურსათის კოდექსის ,,სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის შესახებ" პრეზენტაციას, ბიზნეს ოპერატორების - სურსათის მწარმოებელი, სადისტრიბუციო და სარეალიზაციო კომპანიებისთვის.
აღნიშნული შეხვედრა 15 ივნისს, 14:00 საათზე, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" გაიმართება.