კავკასიის ბუნების ფონდი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს 190 000 ლარით დააფინანსებს. ამ მიზნით, ხელშეკრულებას გარემოს დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი შონვაძემ და „კავკასიის ბუნების ფონდის" (CNF) აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ მორისონმა ხელი უკვე მოაწერეს.
ხელშეკრულების მიხედვით, კავკასიის ბუნების ფონდი ეროვნული პარკის ერთი წლის განამავლობაში მხარდასაჭერად 190 ათას ლარს გამოყოფს. ფონდი სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან უკვე სამი წელია უშუალოდ თანამშრომლობს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკთან დაკავშირებით. 2009 წლიდან დღემდე 700 ათასი ლარის დაფინანსება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მოვლასა და მიმდინარე ხარჯების დაფინანსებაზე დაიხარჯა, მათ შორის, გახსნილი ვიზიტორთა ცეტნრის განახლებაზე. მემორანდუმის თანახმად, ფონდი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ფინანსურ მხარდაჭერას კიდევ ერთი წლის განმავლობაში განაგრძობს. თანხა ეროვნული პარკის მოვლასა და მიმდინარე ხარჯების დაფინანსებას მოხმარდება.