2013 წლისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის საპროგნოზო მაჩვენებელი 112 550,0 ათასი ლარით განისაზღვრა. მათ შორის შემოსავლები შეადგენს 105 050,0 ათას ლარს, არაფინანსური აქტივების კლება 7 350,0 ათას ლარს. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტი აღარ ღებულობს ფინანსურ დახმარებას (ტრანსფერს) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რითაც ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტს მიენიჭა მეტი ფინანსური დამოუკიდებლობა და რესპუბლიკურ ბიუჯეტში გათვალისწინებული ხარჯები მთლიანად ფინანსდება საკუთარი შემოსავლებით.
2013 წლიდან საშემოსავლო გადასახდის განაკვეთი მცირდება 18%-მდე ეკონომიკური ზრდა შეადგენს 5-6 %, აქედან გამომდინარე შესაძლებელია 2013 წლისათვის საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვროს 101 000,0 ათასი ლარის ოდენობით
2014 წელს საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის უცვლელობისა და 5%-იანი ეკონომიკური ზრდის შემთხვევაში საშემოსავლო გადასახდის საპროგნოზო მაჩვენებლი შეძლება განისაზღვროს 104 000,0 ათასი ლარით. 2015 წლისათვის საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი მცირდება 15 პროცენტამდე, თუმცა შესაბამისი პერიოდის ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებითა და ინვესტიციების მოზიდვის შემთხვევაში საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი მიუხედავად განაკვეთის შემცირებისა შესაძლებელია განისაზღვროს შესაბამისად წლების მიხედვით 2015 წელს 91 000,0 ათასი ლარითა და 2016 წელს 96 000,0 ათასი ლარის ოდენობით.
ავტონომიური რესპუბლიკის შემოსავლების ზრდა განპირობებულია საქართველოში ეკონომიკური და სოციალური ფონის გაუმჯობესებით, რაც განაპირობებს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, დასაქმებულთა რიცხოვნობის ზრდას და სამეწარმეო სექტორის გააქტიურებას.
სხვა შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლი წლების მიხედვით შემდეგია: 2013 წლისათვის აღნიშნული კუთხით მობილიზდება 4 050,0 ათასი ლარი, ხოლო 2014, 2015 და 2016 წლისათვის საპროგნოზო მაჩვენებლი შეადგენს 3 800,0 ათას ლარს. შემოსავლის ამ სახეში ძირითადად მობილიზდება, დეპოზიტებზე და ანგარიშებზე დარიცხული პროცენტები, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების მოგებიდან მიღებული დივიდენდები, რენტა, საქონლისა და მომსახურების რეალიზაციის კუთხით მიღებული შემოსავლები, სანქციები (ჯარიმები და საურავები) და სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლები.
რაც შეეხება არაფინანსური აქტივების კლებიდან (გაყიდვიდან) მისაღებ შემოსავლებს 2013 წლის საპროგნოზო მაჩვენებლი განისაზღვრა 7 500,0 ათასი ლარით, 2014 წელს 4 900,0 ათასი ლარით, 2015 წელს 10 400,0 ათასი ლარით და 2016 წელს 5 700,0 ათასი ლარით.